From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზ მარი ტერეზ არტუელი (ფრანგ. Louise Marie Thérèse de Artois, იტალ. Luisa Maria Teresa di Artois; დ. 21 სექტემბერი, 1819 — გ. 1 თებერვალი, 1864) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მარია კაროლინა სიცილიელის უფროსი ქალიშვილი. პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია 1849-54 წლებში როგორც კარლო III-ის მეუღლე. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რობერტო I-ის რეგენტი 1854-59 წლებში.
ლუიზ მარი ტერეზ არტუელი | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 19 აპრილი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 27 მარტი, 1854 |
წინამორბედი: | მარია ტერეზა სავოიელი |
მემკვიდრე: | მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1819 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1864, (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენეცია, ავსტრიის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ნოვა-გორიცა, სლოვენია |
მეუღლე: | კარლო III, პარმის ჰერცოგი |
შვილები: |
მარგერიტა, მადრიდის ჰერცოგინია რობერტო I, პარმის ჰერცოგი ალისი, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ენრიკო, ბარდის გრაფი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი |
დედა: | მარია კაროლინა სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლუიზ მარი ტერეზი დაიბადა 1819 წლის 21 სექტემბერს. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, მარია კაროლინა სიცილიელის უფორისი ქალიშვილი. მისი დაბადებიდან სულ ხუთ თვეში ბონაპარტისტებმა მამამისი მოკლეს, რასაც 1830 წელს საფრანგეთის რევოლუცია მოჰყვა, რა დროსაც იგი ოჯახთან ერთად შოტლანდიაში გაიქცა. აღსანიშნავია, რომ მისი უმცროსი ძმა ანრი, რომელიც მამის გარდაცვალებიდან მალევე დაიბადა, 1830 წლის 2-დან 9 აგვისტომდე საფრანგეთისა და ნავარის მეფე იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.