ლუი იელმსლევი (Louis Hjelmslev) (დ. 3 ოქტომბერი, 1899, კოპენჰაგენი, დანია — გ. 30 მაისი, 1965, იქვე) — დანიელი ენათმეცნიერი.

ბიოგრაფია

1923 წელს დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი. 1937 წლიდან იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი და შედარებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე. 1931 წელს საფუძველი ჩაუყარა კოპენჰაგენის სტრუქტურალისტურ წრეს. იელმსლევმა შექმნა ლინგვისტური თეორია, რომელსაც გლოსემატიკა ეწოდება. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ზოგადი გრამატიკის პრინციპები" (1928, "ბრუნვის კატეგორია") (1935-1937), "ენის თეორიის პროლეგომენები" (1943), "ენა" (1963).

ლიტერატურა

  • რამიშვილი ი., კოპენჰაგენის სტრუქტურალისტური სკოლის ამოსავალი პრინციპები, თბ., 1974;
  • ჩიქობავა ა., ზოგადი ენათმეცნიერება, ტ. 2 - ძირითადი პრობლემები, თბ., 1945;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980.  გვ. 81.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.