From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი I დე ბურბონი (ფრანგ. Louis Ier de Bourbon; დ. 1376 — გ. 21 დეკემბერი, 1446) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და კატრინ ვენდომელის შუათანა ვაჟი. ვენდომის გრაფი.
ლუი I დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1376 |
გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 1446, (69-70 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვენდომის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ბლანშ დე რუსი ჟანა დე ლავალი |
მშობლები |
მამა: ჟან I, ლა მარშის გრაფი დედა: კატრინ ვენდომელი |
ლუი დაიბადა 1376 წელს საფრანგეთში. იგი იყო ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და მისი მეუღლის, კატრინ ვენდომელის შუათანა ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ მის უფროს ძმას, ჟაკ II-ს ლა მარშის გრაფობა, ხოლო ლუის ვენდომის გრაფობა ერგო.
ლუი იყო ძლევამოსილი ორლეანის ჰერცოგის მომხრე და მისი მხარდამჭერი, რის გამოც ჰერცოგმა მას საფრანგეთის სამეფო საბჭოში ადგილი მისცა. მას შემდეგ, რაც ბურგუნდიელებსა და არმანიაკებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, ლუი ორივე მხარეს უჭერდა მხარს. 1414 წელს მან ცოლად შეირთო ბლანშ დე რუსი, თუმცა მომდევნო წელს იგი ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა აზენკურის ბრძოლაში და არც თუ ისე მცირე დრო გაატარა ტყვეობაში. მას ბლანშთან შვილები არ ჰყოლია, რადგან ბლანში 1421 წელს დაიღუპა, ლუი კი 1423 წელს გაანთავისუფლეს.
1424 წელს მან ცოლად შეირთო ჟანა დე ლავალი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
მრავალწლიანი ინგლისური ტყვეობის დროს, ლუის ერთ-ერთ ინგლისელ ქალთან, სიბილა ბოსტუმთან შეეძინა უკანონო შვილი:
იგი იბრძოდა ლეგენდარული ჟანა დ'არკის მხარდამხარ 1429 ორლეანთან და დაესწრო შარლ VII-ის მეფედ კურთხევას რეიმსში. იგი გარდაიცვალა 1446 წლის 21 დეკემბერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.