From Wikipedia, the free encyclopedia
ლიზ ასია (ფრანგ. Lys Assia, ნამდვილი სახელი როზა-მინა შერერი, გერმ. Rosa Mina Schärer; დ. 3 მარტი, 1924, — გ. 24 მარტი 2018) — შვეიცარიელი მომღერალი, 1956 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული.
ლიზ ასია Lys Assia | |
---|---|
ლიზ ასია 1957 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | როზა-მინა შერერი |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1924 |
დაბ. ადგილი | რუპერსვილი, შვეიცარია |
წარმოშობა | შვეიცარია |
გარდ. თარიღი | 24 მარტი, 2018 (94 წლის) |
გარდ. ადგილი | ცოლიკონი, შვეიცარია |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1942 — 2018 |
ლიზ ასია ვიკისაწყობში |
თავისი სასცენო კარიერა დაიწყო ცეკვით, შემდეგ კი 1940 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მომღერალმა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩაატარა თავისი პირველი გასტროლები საზღვარგარეთ. იყო პარიზში, დასავლეთ გერმანიაში. სამჯერ წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე: 1956 წელს — დაიკავა პირველი ადგილი, 1957 წელს — მე-8 ადგილი და ბოლოს, 1958 წელს — მე-2 ადგილი. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქ კანში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.