From Wikipedia, the free encyclopedia
ლივონიის ორდენი (ლათ. Fratres miliciae Christi de Livonia, გერმ. Brüder der Ritterschaft Christi von Livland) — რაინდთა კათოლიკური სახელმწიფო და სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია 1237-1562 წლებში ბალტიისპირეთში.
შეიქმნა მახვილოსანთა ორდენის (1236 წ.) განადგურების შემდეგ. XV საუკუნეში ლივონისს ორდენმა თითქმის სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ორდენის სათავეში იდგა არჩეული მაგისტრი.
ლივონიის ორდენი წარმოადგენდა კათოლიკური ეკლესიისა და გერმანელ ფეოდალთა მთავარ სამხედრო ძალას, რომელიც მიმართული იყო აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის დასაპყრობად. XVI საუკუნის 20-იან წლებში გერმანელ ფეოდალთა და ესტონელ გლეხობას შორის დაწყებულმა კლასობრივმა წინააღმდეგობამ და ხსენებულ ტერიტორიაზე მიმდინარე რეფორმაციამ შეარყია ლივონიის ორდენის პოლიტიკური მდგომარეობა.
ორდენი დაიშალა ლივონიის ომის დროს 1558-1583 წლებში რუსულ ჯარებთან დამარცხების შემდეგ.
1562 წლის 5 მარტი ლივონიის ორდენის გაუქმების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.