From Wikipedia, the free encyclopedia
ლებანი (ლათ. cotyledones) — მცენარის პირველი ფოთოლი, რომელიც წარმოიქმნება თესლში ჩანასახის ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ სხეულზე. მომდევნო ფოთლებისაგან (რომლებიც წარმოიქმნებიან ყლორტის კონუსზე) განსხვავდება ფორმით, აგებულებით და ზოგჯერ ფუნქციითაც კი, შიშველთესლოვან მცენარეებს 2-დან 15-მდე ლებანი აქვს, ორლებნიანებს — 2, ერთლებნიანებს 1.
ლებანში დაგროვილია საკვები სამარაგო ნივთიერება. ზოგი მცენარის (მაგ. ლობიოს) თესლის გაღივების შემდეგ ლებნები მიწის ზემოთ ამოდის, მწვანდება და დროებით მწვანე ფოთლების ფუნქციას ასრულებს. ბარდის, მუხის, კაკლისა და სხვათა ლებანი გაღივებისას ნიადაგშივე რჩება და სამარაგო ნივთიერებების გამოლევის შემდეგ კვდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.