ლაქტატდეჰიდროგენაზა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაქტატდეჰიდროგენაზა — ფერმენტი ოქსიდორედუქტაზების კლასისა; აკატალიზებს პიროყურძნის მჟავას შექცევადი აღდგენის რეაქციას, რომლის შედეგად L-რძემჟავა წარმოიქმნება. ამ რეაქციაში მონაწილეობს კოფერმენტი — აღდგენილი ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი.
ლაქტატდეჰიდროგენაზა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იდენტიფიკატორები | |||||||||
EC | 1.1.1.27 | ||||||||
CAS | 9001-60-9 | ||||||||
მონაცემთა ბაზა | |||||||||
IntEnz | IntEnz | ||||||||
BRENDA | BRENDA | ||||||||
ExPASy | NiceZyme | ||||||||
KEGG | KEGG | ||||||||
MetaCyc | MetaCyc | ||||||||
PRIAM | PRIAM | ||||||||
პროტეინის სრუქტურები | RCSB PDB PDBe PDBsum | ||||||||
გენური ონტოლოგია | AmiGO / EGO | ||||||||
|
ლაქტატდეჰიდროგენაზა გამოყოფილია კუნთოვანი ქსოვილიდან კრისტალების სახეით; შედგება 4 პოლიპეპტიდური სუბერთეულისგან (ტეტრამერის მოლური მასა 140 000). ლაქტატდეჰიდროგენაზული რეაქციის წონასწორობა ძლიერ გადახრილია რძის მჟავას წარმოქმნისაკენ და ცხოველურ ქსოვილებში უმეტეს შემთხევავში ანაერობულად მიმდინარეობს. გამონაკლისს წარმოადგენს კიბოს უჯრედები, რომლებშიც რძის მჟავას დიდი რაოდენობა აერობულ პირობებში წარმოიქმნება. ცნობილია ლაქტატდეჰიდროგენაზის 5 იზოფერმენტი, რომლებიც განსხვავდებიან როგორც ამინომჟავური შედგენილობით, ისე ფიზიკურ-ქიმიური კატალიზური და იმუნოლოგიური თვისებებით. ლაქტატდეჰიდროგენაზის რაოდენობის განსაზღვრას სისხლის შრატში დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.