![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/77/Lazurite.jpg/640px-Lazurite.jpg&w=640&q=50)
ლაზურიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაზურიტი — კარკასული სილიკატების წარმომადგენელი ერთ-ერთი მინერალი, ის წარმოადგენს სოდალიტის ჯგუფის მინერალს ფორმულით: (Na,Ca)8[(S,Cl,SO4,OH)2|(Al6Si6O24)]. კრისტალდება კუბურ სინგონიაში, თუმცა სრულყოფილი ფორმის კრისტალები იშვიათად გვხვდება. ნაერთი წარმოიშვება დედამიწის ქერქში, სადაც ტემპერატურა 1000 გრადუსს აღწევს გოგირდშემცველი ამინომჟავებისგან ანუ - მას ორგანული წარმოშობა აქვს და შემდეგაა გადაქცეული მინერალად.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლაზურიტი}} |
ლაზურიტი | |
---|---|
![]() |
|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | Na6Ca2(AlSiO4)6(SO4,S,Cl)2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | მუქი ლურჯი |
კრისტალის სინგონია | კუბური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5,5 |
სიმკვრივე | 2,38 — 2,42 კგ/მ³ |
ლაზურიტი წარმოადგენს „ლაპის-ლაზურის“ ძირითად კომპონენტს. ლაპის ლაზური - ეს არის ე.წ ქანია, ვიდრე მინერალი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, თავად ლაზურიტისგან და თეთრი ჩანართებისგან ე.წ კალციტისგან და კაშკაშა წერტილებისგან ე.წ პირიტისგან, აგრეთვე დიოფსიდისგან, ამფიბოლიტისგან და სხვა. ვინაიდან ლაზურიტი არის ლაპის ლაზურში ჩანართებისა და წვრილმარცვლოვანი, მთლიანი მკვრივი მასის სახით წარმოდგენი (სულ მისი რაოდენობა რიგ შემთხვევებში მერყეობს 25-დან 40 პროცენტამდე), არ შეიძლება ლაპის ლაზურიტის სინონიმად განვიხილოთ ლაზურიტი.