From Wikipedia, the free encyclopedia
კუა (ესპ. Cúa) — პატარა ქალაქი ვენესუელაში, მირანდას შტატში, ურდანეტის მუნიციპალიტეტის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 490 მეტრზე. ქალაქი გამოირჩევა თბილი და კარგი ამინდით, წელიწადის განმავლობაში მხოლოდ 60 დღეა ნალექიანი. საშუალი წლიური ტემპერატურა 18 °C — 28 °C შორის მერყეობს. ტენიანობა შედარებით დაბალია. გავრცელებულია ფოთლოვანი ტყეები და მდელოები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კუა Cúa | |||||
კუას ღვთისმშბლის ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | მირანდა | ||||
კოორდინატები | 10°10′00″ ჩ. გ. 66°53′00″ დ. გ. | ||||
ფართობი | 273 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 490 მ | ||||
მოსახლეობა | 127 900 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 468,50 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 0239 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.urdaneta.abrebrecha.com/ | ||||
2009 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 127 900 ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობაც მიწათმოქმედებას (კაკაო, ყავა, შაქრის ლერწამი) და შინაურ ცხოველთა (ღორი, მსხვილფეხა საქონელი) მოშენებას მისდევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.