კროტონი (მცენარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
კროტონი (Croton) — მცენარის გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ან ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია, ზოგჯერ ბალახი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კროტონი. |
სწრაფი ფაქტები კროტონი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კროტონი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Croton eleuteria | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Croton | |||||||||
დახურვა
700-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, იშვიათად სუბტროპიკებში. Croton tiglium ფართო გავრცელებული, ტანად პატარა, მარადმწვანე ხე ან ბუჩქია.
იზრდება ტროპიკულ აზიაში, კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში მისი შხამიანი თესლიდან იღებენ კროტონის ზეთს, რომელიც ძლიერი საფაღარათო საშუალებაა. აღიზიანებს კანს და ლორწოვან გარს. მცირე რაოდენობითაც კი (20 წვეთზე მეტი) მომწამლავია.