კრისტალიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტალიზაცია — პროცესი ნივთიერების ფაზური გადასვლისა თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში, კრისტალების წარმოქმნით.
ფაზას უწოდებენ თერმოდინამიკური სისტემის ერთგვაროვან ნაწილს რომელიც გამოყოფილია სხვა სისტემის ნაწილებისგან (სხვა ფაზებს) გაყოფის ზედაპირით, მის გადასვლით ნივთიერების ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურა და თვისებები იცვლება ნახტომით.
ან კრისტალიზაცია — ეს არის პროცესი მყარი ფაზების გამოყოფისა კრისტალების სახით ხსნარებიდან და ნადნობებიდან, ქიმიურ მრეწველობაში კრისტალიზაციის პროცესი გამოიყენება ნივთიერებების სუფთა სახით მისაღებად.
კრისტალიზაცია იწყება გარკვეული პირობების მიღწევისას, მაგალითად, სითხის მეტად გაცივებით ან ორთქლის გაჯერებით, რის დროსაც პრაქტიკულად იმწამსვე წარმოიქმნება ბევრი პატარა კრისტალი - კრისტალიზაციის ცენტრები. პატარა კრისტალები იზრდებიან, სითხიდან და ორთქლიდან მოლეკულებისა და ატომების შემოერთებით. კრისტალის წახნაგების ზრდა მიმდინარეობს ფენებად, დაუმთავრებელი ატომების ფენის (საფეხური) კიდეები ზრდისას მოძრაობენ წახნაგის გასწვრივ. ზრდის სიჩქარის დამოკიდებულება კრისტალიზაციის პირობებისაგან იწვევს ზრდის ფორმებისა და კრისტალების სტრუქტურის სხვადასხვაობას (მრავალწახნაგა, ფენოვნება, ნემსოვანი, ჩონჩხისებური, დენდრიტული და სხვა ფორმები, ფანქრისებური სტრუქტურები და ა.შ.). კრისტალიზაციის პროცესში აუცილებლად წარმოიქმნება სხვადასხვაგვარი დეფექტები.
კრისტალიზაციის ცენტრების რაოდენობაზე და ზრდის სიჩქარეზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გაცივების ხარისხი.
გაცივების ხარისხი — ეს არის თხევადი ლითონის გაცივების დონე, კრისტალურ (მყარი) მოდიფიკაციაზე გადასვლის ტემპერატურაზე დაბლა. გაცივების ხარისხი საჭიროა კრისტალიზაციის დაფარული ენერგიის კომპენსაციისთვის. პირველადი კრისტალიზაცია ეწოდება კრისტალების წარმოქმნას ლითონებში (და ნადნობებში) თხევადი მდგომარეობიდან მყარში გადასვლისას.