![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/Kroisos_stake_Louvre_G197.jpg/640px-Kroisos_stake_Louvre_G197.jpg&w=640&q=50)
კრეზი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრეზი, ან კრესე — ლიდიის სამეფოს უკანასკნელი მმართველი (ძვ. წ. 560-ძვ. წ. 546 წწ.). დაიმორჩილა მცირე აზიის დიდი ნაწილი (ფრიგია, პაფლაგონია, ბითინია, კარია და სხვ.). ძვ. წ. 550 წლიდან კიროს II-ს ებრძოდა კაპადოკიაში. ძვ. წ. 546 წელს კიროსის ლაშქარმა აიღო ლიდიის დედაქალაქი სარდისი და კრეზი დაატყვევა. ერთი ვერსიით მისთვის კოცონზე დაწვა მიუსჯიათ, მაგრამ კიროსს შეუწყალებია; მეორე ვერსიით - სიკვდილით დაუსჯიათ. ჰეროდოტეს გადმოცემით, კრეზის დელფოსის ორაკულს 3 000 სამსხვერპლო ოქროს ნივთი შეუწირავს. მან მოაჭრევინა პირველი მონეტა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/Kroisos_stake_Louvre_G197.jpg/640px-Kroisos_stake_Louvre_G197.jpg)