კოჩი (მალაიალ. കൊച്ചി), წარსულში კოჩინი — მთავარი საპორტო ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაპირო ზოლზე, არაბეთის ზღვაზე. მდებარეობს კერალის შტატში.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
დახურვა

კოჩის ხშირად ერნაკულამს უწოდებენ, რაც მის დასავლეთ ნაწილს აღნიშნავს. ქალაქს მართავს სამოქალაქო მმართველობა — 1967 წელს შემქნილი კოჩინის კორპორაცია და სამართლებრივი უწყება, რომელიც მის განვითარებას კურირებს — დიდი კოჩის განვითარების სამმართველო, ასევე გოშრის კუნძულების განვითარების სამმართველო.

კოჩი კერალის შტატის მეორე უდიდესი ქალაქია და უდიდესი ურბანული აგლომერაციაა. ამავე დროს, იგი შტატში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია და მიეკუთვნება დიდი კოჩინის რეგიონს.[2] ინდოეთის მთავრობის მიერ კლასიფიცირდება B-1 რანგის ქალაქად,[3] რაც შტატში უმაღლესი მაჩვენებელია. კოჩი შტატში პირველია საშნიაო და საერთაშორისო ტურისტების მიღების მხრივ.[4][5] ნილსენის კომპანიამ ჟურნალ Outlook-ში კოჩი ინდოეთის მე-6 საუკეთესო ტურისტულ დესტინაციად დაასახელა.[6]

ქალაქი მდებარეობს შტატის დედაქალაქ ტირუვანანტაპურამიდან 220 კმ-ით ჩრდილოეთით. ახ. წ. 1102 წელს, კოჩი კოჩინის სამეფოს ცენტრი გახდა, რომელიც კულაშეხარის იმპერიისგან წარმოიშვა. XIV საუკუნიდან ქალაქი არაბეთის ზღვის დედოფლად მონათლეს და იგი ამ ზღვის სანაპიროზე სანალებლებით ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. 1503 წელს კოჩი პორტუგალიის იმპერიამ აიღო და ის პირველი ევროპული კოლონია გახდა ინდოეთში. 1530 წალმდე, იგი პორტუგალიის ინდოეთის მთავარ ცენტრად რჩებოდა, სანამ ეს სტატუსი გოას გადაეცემოდა. ქალაქი შემდეგში ნიდერლანდელებმა და ბრიტანელებმა აიღეს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.