![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Konungr.jpg/640px-Konungr.jpg&w=640&q=50)
კონუნგი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონუნგი — ძველსკანდინავიური ტერმინი, რომელიც პრაგერმანული kuning-az-დან (თემის თავი) წარმოსდგება, (ამავე წარმომავლობისაა სლავური სიტყვა „князь“ (თავადი), რაც, თავის მხრივ, ნასესხობაა გერმანულიდან). ჩვეულებრივ, მონარქ-კონუნგს ეკუთვნოდა ერთი ან რამდენიმე ხომალდი, მეომრების რაზმი და მიწის მოზრდილი ნაკვეთი. ზოგიერთ შემთხვევაში, კონუნგს მიწა არ გააჩნდა, ამიტომაც, ხომალდზე ცხოვრობდა და მოგზაურ ცხოვრებას ეწეოდა. ასეთ კონუნგებს სეკონუნგს (ზღვის კონუნგს) უწოდებდნენ. როდესაც საქმე შუასაუკუნეების სკანდინავიას ეხება, ტერმინი კონუნგი, როგორც წესი, ქართულად „მეფედ“ ითარგმნება. მაგალითად შვედეთის მეფე მაგნუს ლადულოსი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Konungr.jpg/640px-Konungr.jpg)