From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია (დ. 27 სექტემბერი, 1904, სოფ. ჭითაწყარი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება. 1936-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ გამგედ; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1942 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევდა ქართველ წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.