From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე ბრინკოვიანუ (რუმ. Constantin Brâncoveanu) (დ. 1654 — გ. 15 აგვისტო, 1714) — ვლახეთის მთავარი (გოსპოდარი) 1688 წლიდან.
მიეკუთვნებოდა ბოიარინთა გავლენიან საგვარეულოს. ტახტზე ავიდა 1688 წელს თავისი დედის საგვარეულოს — კანტაკუზენთა მხარდაჭერით ბიძის (დედის ძმის), შერბან კანტაკუზენის გარდაცვალების შემდეგ. 1703 წელს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, რომლის დახმარებითაც ცდილობდა ოსმალეთის ქვეშევრდომობისგან გათავისუფლებას. პეტრე I-ის პრუტის ლაშქრობის (1711) დროს ლოდინის პოლიტიკა არჩია. საბოლოოდ ბრინკოვიანუს ფარული გეგმები ოსმალეთის მთავრობისთვის ცნობილი გახდა. 1714 წელს ის სულთნის ბრძანებით ოჯახის წევრებთან ერთად დააპატიმრეს და კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასაჯეს.
ბრინკოვიანუს მმართველობის პერიოდული რუმინული კულტურის აღორძინების ხანად ითვლება. 1689-1690 წლებში იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოს II-ის რეკომენდაციით ვლახეთში ბრინკოვიანუმ მიიწვია ანთიმოზ ივერიელი, რომლის თაოსნობით მოეწყო 4 სტამბა, სადაც წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველსლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე იბეჭდებოდა. ბრინკოვიანუს დახმარებით დაარსდა პირველი არაბული სტამბა სირიაში (ქ. ჰალაბი, 1706) და საქართველოში (თბილისი, 1708-1709).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.