კომლი
From Wikipedia, the free encyclopedia
კომლი — საზოგადოებრივი შენაერთი, რომელიც ერთ საოჯახო მეურნეობას მოიცავს და ძირითადი ფაქტორია მრავალ სოციალურ, მიკროეკონომიკურ და სამთავრობო მოდელების ანალიზში. ტერმინი ზოგადად მიუთითებს ყველა პირზე, რომელიც ერთ ოჯახში ცხოვრობს.
ძირითად ეკონომიკურ მოდელთა უმრავლესობა არ ითვალისწინებს, კომლის ყველა წევრი ტრადიციული გაგებით ერთ ოჯახს ეკუთვნის თუ არა. საზოგადოებრივი პოლიტიკის განხილვისას კომლსა და ოჯახს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სინონიმებს. თუმცა რეალურად, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან განხსვავდება.