კოლუმბიის დეპარტამენტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბია უნიტარული რესპუბლიკაა, შედგება ოცდათორმეტი დეპარტამენტისაგან (ესპ. departamentos) და დედაქალაქის რაიონისგან. თითოეულ დეპარტამენტს ჰყავს თავის გუბერნატორი (ესპ. gobernador) და ასამბლეა (Asamblea Departamental), რომლებიც საყოველთაო კენჭისყრით ირჩევიან ოთხი წლის ვადით. გუბერნატორი ზედიზედ არ შეიძლება არჩეულ იქნას. დეპარტამენტები ავტონომიის მნიშვნელოვანი ხარისხით სარგებლობენ.
დეპარტამენტები შედგება მუნიციპალიტეტებისგან (municipios).
დედაქალაქის რაიონს წარმოადგენს ბოგოტა, ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც ნაწილობრივ დამოკიდებულია გარსშემორტყმულ კუნდინამარკის დეპარტამენტზე.