კოლიმა (ვულკანი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლიმა — დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს მექსიკაში. 1576 წლიდან დღემდე, 40-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.
სწრაფი ფაქტები კოლიმა ...
კოლიმა | |
---|---|
კოორდინატები: 19°30′ ჩ. გ. 103°37′ დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 4330 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ასაკი | უძველესი 5 მლნ წ. |
პირველი ასვლა | 1995 წ. 20 სექტემბერი |
ბოლო ამოფრქვევა | 2010 (გრძელდება) |
დახურვა
ვულკანის ერთი ნაწილი მდებარეობს მექსიკის კოლიმას შტატში, ხოლო მეორე ნაწილი ხალისკოს შტატში, ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მეხიკოდან 485 კმ-ით დასავლეთით და გვადალახარიდან 125 კმ-ით სამხრეთით. ვულკანური კომპლექსი ორ მწვერვალს მოიცავს: ნევადო-დე-კოლიმას (4330 მ) რომელიც ჩამქრალია და ვოლკან-კოლიმას (3860 მ). ისინი ერთმანეთისგან 5 კმ-თ არიან დაშორებულნი.
ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა, რომელიც უდიდესი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, დაფიქსირდა 2005 წლის 8 ივნისს.