From Wikipedia, the free encyclopedia
კოლიბრები (Trochili) — ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5,7-21,6 სმ, მასა 1,6- 20 გრამს აღწევს. შეფერილობა ნაირგვარია და მკვეთრი ლითონისებრი ელვარება დაკრავს. აქვს გრძელი, წვრილი და სწორი ნისკარტი, ზოგჯერ ქვემოთკენ მოხრილი. მეტად სუსტი, სასიარულოდ გამოუსადეგარი ფეხები, სხეულთან შეფარდებით დიდი გული, რომელიც წუთში 1000-მდე იკუმშება. კოლიბრები შესანიშნავად ფრენენ და შეუძლიათ ჰაერში ერთ ადგილზე ლივლივი. გადამფრენია. ღამით, გარემოს ტემპერატურის დაცემისას, სხეულის ტემპერატურაც ეცემა 14,5-21 °C-მდე. კოლიბრები უფრო ყვავილების ნექტარით იკვებებიან, პატარა მწერებს და ობობებსაც ჭამენ. დედალი ბუდეს ამაგრებს ტოტებზე, ფოთლებზე, კლდეზე. დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-19 დღე გრძელდება, იჩეკებიან ტიტველი თვალაუხილავი და უსუსური ბარტყები. კოლიბრების ქვერიგში 1 ოჯახის 319 სახეობაა. გავრცელებული არიან დასავლეთ ნახევარსფეროში - უმთავრესად ტროპიკულ ნაწილში. თუმცა ზოგიერთი სახეობა საკმაოდ შორსაც ვრცელდება როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.
კოლიბრები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Trochili | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.