კოვალენტური ბმა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოვალენტური ბმა — ორ ატომს შორის ქიმიური ბმის ერთ–ერთი სახე, რომელიც ხორციელდება მათი საზიარო ელექტრონების ხარჯზე. კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს როგორც ერთგვარ ატომებს(H2, Cl2, N2) ისევე სხვადასხვა ატომებს(Si და C – SiC; H და O – H2O) შორის. კოვალენტური ბმით წარმოქმნილი მოლეკულა ან ქიმიური ნაერთი მტკიცეა, ახასიათებს ნაკლები ქიმიური აქტივობა(მაგალითად პარაფინულ ნახშირწყალბადებს), მაღალი სისალე(მაგ., კარბიდებს, სილიციდებს, ბორიდებს, ნიტრიდებს) და ცვეთამედეგობა.