კმეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კმეტი (ასევე კომიტი, კმიტი) — შუა საუკუნეებში სლავ ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი, რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. თავდაპირველად სავარაუდოდ კმეტებს ეძახოდნენ ტომის, თემის თავისუფალ წევრებს. ძველ რუსულ ლიტერატურულ ძეგლებში („ამბავი იგორის ლაშქრობისა“ და სხვა) კმეტები არიან გმირი მეომრები, ჯარისკაცები. ფეოდალურ ბულგარეთში და სერბეთში კმეტები არიან სოფლის მამასახლისები; ბოსნიაში და ჩეხეთში კი ზოგჯერ თანამდებობების პირები, ზოგჯერ კი გლეხების განსაკუთრებული კატეგორია; პოლონეთში — არისტოკრატის მიერ იჯარით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მქონე და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფი ყმა გლეხები; ხორვატიაში — იშვიათად ვასალები, ხოლო როგორც წესი — არისტოკრატის დაქვემდებარებაში მყოფი ყმა გლეხები.
სავარაუდოდ სახელწოდება „კმეტი“-დანაა წარმოქმნილი პოლონურ-ლიტვური გვარები კმიტა, კმიციცი, რუსული და უკრაინული გვარი კმეტი და სხვა.