კომპიუტერის კლავიატურა
From Wikipedia, the free encyclopedia
კლავიატურა (ინგლ. Keyboard) — კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანი მოწყობილობა. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ნოუტბუკში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისგან (ამჟამად ამ რიცხვს ემატება მულტიმედიურ კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.