From Wikipedia, the free encyclopedia
კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია (ბერძ. Εθνική Οργάνωσις Κυπρίων Αγωνιστών) — კვიპროსელი ბერძნების ორგანიზაცია. დაარსდა 1950-იანი წლების შუა ხანებში. ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი იყო ბრიტანელების განდევნა ქვეყნიდან და კვიპროსის საბერძნეთთან შეერთება (ენოზისი). 1950 წელს გაიმართა პლებისციტი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა თურქულმა თემმა. პლებისციტის მიხედვით ამომრჩეველთა 98 %-მა ხმა მისცა ენოზისს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო საბერძნეთის არმიის გენერალი გეორგიოს გრივასი. ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1959 წელს გამოაცხადა. 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციამ ერთ-ერთ მიზანს მიაღწია, ბრიტანელები განდევნა ქვეყნიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.