კვერექსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კვერექსი — მოსახსენებელი ვედრება უფლისადმი. კვერექსები სხვადასხვაგვარი არსებობს: დიდი ან მშვიდობიანი, მცირე, მრჩობლი, თხოვნითი. დიდ კვერექსს ასევე მშვიდობიანსაც უწოდებენ, რადგან იგი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. იგი „დიდად“ იმიტომ იწოდება, რომ მრავალი მცირე ლოცვისაგან შედგება. მისგან განსხვავებით, „მცირე კვერექსი“ სულ 2 ან 3 მცირე ლოცვისაგან შედგება და იგი იწყება სიტყვებით: „მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კვერექსი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„მრჩობლი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“. ეს კვერექსი განსაკუთრებული სავედრებელია, სიტყვა „მრჩობლი“ - ორმაგს ნიშნავს. მასზე გუნდი სამჯერ პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“.
„თხოვნითი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „აღვუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა“ და გუნდი პასუხობს გალობით: „უფალო შეგვიწყალენ“ და „მოგვმადლენ უფალო“.