კვანტუნის არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
კვანტუნის არმია (იაპ. 関東軍, かんとうぐん კანტო:გუნ?) — იაპონიის სახმელეთო ჯარების დაჯგუფება, რომელიც გამიზნული იყო ჩინეთის, მონღოლეთისა და სსრკ-ის წინააღმდეგ აგრესიისათვის. შეიქმნა 1931 წელს ლიაოდუნის ნახევარკუნძულზე. კვანტუნის არმიაში 1938 წლამდე 200 ათასი ჯარისკაცი იყო. ამავე წელს კვანტუნის ჯარებმა გადალახეს სსრკ-ის საზღვარი ხასანის ტბასთან. 1939 წელს საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის წინააღმდეგ მოაწყო უფრო დიდი პროვოკაცია ხალხინ-გოლთან. ორივე კონფლიქტში კვანტუნის არმიამ მარცხი განიცადა. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, კვანტუნის არმია ხელსაყრელ მომენტს ელოდა სსრკ-ზე თავდასასხმელად (იაპონური გეგმა "კანტო-კუენი"). შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ჯარების კამპანიის დასაწყისში (1945 წ. 9 აგვ.) კვანტუნის არმიის და მასზე დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იყო 1 მლნ 320 ათასი კაცი, 1155 ტანკი, 6260 ქვემეხი, 1900 თვითმფრინავი და 25 ხომალდი. მანჯურიის ოპერაციაში (1945) კვანტუმის არმიის განადგურების შემდეგ, იაპონიამ ომის განგრძობის რეალური შესაძლებლობა დაკარგა და 1945 წლის 2 სექტემბერს ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.