From Wikipedia, the free encyclopedia
კეპლერის კანონები — ი. კეპლერის მიერ აღმოჩენილი 3 კანონი, რომლებშიც აღწერილია ცთომილების მოძრაობა მზის სისტემაში. შემდგომში ნიუტონის მიერ მსოფლიო მიზიდულობის კანონის საფუძველზე ამ მიმართულებით მიღებულ იქნა უფრო ზოგადი ხასიათის კანონები, რომელთაც კეპლერის განზოგადებულ კანონებს უწოდებენ.
კეპლერს ხელთ ჰქონდა გამოჩენილი დანიელი ასტრონომის, თავისი მასწავლებლის ტიხო ბრაჰეს (1546-1601) მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგები, ბრაჰეს დაკვირვებები შეეხებოდა პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ, ეს იყო მზა მასალა და კეპლერს შეეძლო ამ მონაცემების დამუშავება და სისტემაში მოყვანა.
ეს კანონი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთცთომილთა მასები, ორჯერად ვარსკვლავთა მასების ჯამი და სხვა, ზოგჯერ კი — მნათობთა მანძილებიც (ე. წ. დინამიური პარალაქსები).
კეპლერმა 1-ლი და მე-2 კანონი დაადგინა მზის გარშემო ცთომილის ელიფსური ორბიტისათვის. მე-3 კანონის კეპლერისეული ფორმა მიიღება ზემოთმოყვანილი ფორმულიდან, თუ პლანეტების და მასებს უსასრულოდ მცირედ მივიჩნევთ მზის მასასთან შედარებით. სამივე კანონი კეპლერმა ცთომილების მოძრაობებზე დაკვირვებიდან ემპირულად გამოიყვანა. ორი კანონი მან გამოაქვეყნა თავის ძირითად ნაშრომში „ახალი ასტრონომია“ (1609). მე-3 კანონი აღმოაჩინა 10 წლის შემდეგ და გამოაქვეყნა „სამყაროს ჰარმონიის“ 5 წიგნის 3 თავში. პირველი ორი კანონის საშუალებით კეპლერმა შეადგინა ცთომილთა მოძრაობის იმ დროისთვის ყველაზე ზუსტი ცხრილები (რუდოლფისეული ცხრილები) და 1627 წელს გამოაქვეყნა. ამ ცხრილებით სარგებლობდნენ XVII-XVIII საუკუნეებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.