კალვინ კულიჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ კალვინ კულიჯ უმცროსი (ინგლ. John Calvin Coolidge Jr.; დ. 4 ივლისი, 1872 — გ. 5 იანვარი, 1933) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი. გუბერნატორობისას 1919 წლის ბოსტონის პოლიციელების გაფიცვასთან დაკავშირებით მიღებულმა ზომებმა კულიჯს მტკიცე და შეუპოვარი ადამიანის რეპუტაცია და პოპულარობა მოუტანა. 1920 წელს იგი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1923 წელს, პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის გარდაცვალების შემდეგ იგი პრეზიდენტი გახდა და 1924 წელს არჩევნებშიც გაიმარჯვა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კალვინ კულიჯი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კალვინ კულიჯი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ჯონ კალვინ კულიჯი John Calvin Coolidge | |
კულიჯი 1919 წელს | |
აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო, 1923 – 4 მარტი, 1929 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ (1923-1925) ჩარლზ დეივისი (1925-1929) |
წინამორბედი | უორენ ჰარდინგი |
მემკვიდრე | ჰერბერტ ჰუვერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1921 – 2 აგვისტო, 1923 | |
პრეზიდენტი | უორენ ჰარდინგი |
წინამორბედი | ტომას მარშალი |
მემკვიდრე | ჩარლზ დეივისი |
მასაჩუსეტსის 48-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 1919 – 6 იანვარი, 1921 | |
პრეზიდენტი | ვუდრო ვილსონი |
წინამორბედი | სამუელ მაკ-კალი |
მემკვიდრე | ჩენინგ ქოქსი |
მასაჩუსეტსის 46-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 იანვარი, 1916 – 2 იანვარი, 1919 | |
პრეზიდენტი | ვუდრო ვილსონი |
წინამორბედი | გრეფტონ ქაშინგი |
მემკვიდრე | ჩენინგ ქოქსი |
მასაჩუსეტსის სენატის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1914 – 1915 | |
პრეზიდენტი | ვუდრო ვილსონი |
წინამორბედი | ლევი გრინვუდი |
მემკვიდრე | ჰენრი გორდონ უელსი |
მასაჩუსეტსის სენატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1912 – 1915 | |
ნორთჰემპტონის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1910 – 1911 | |
წინამორბედი | ჯეიმზ ობრაიენი |
მემკვიდრე | უილიამ ფაიკერი |
დაბადებული | 4 ივლისი, 1872 პლიმუთ-ნოტჩი, ვერმონტი, აშშ |
გარდაცვლილი | 5 იანვარი, 1933 ნორთჰემპტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური |
მეუღლე | გრეის კულიჯი |
შვილები | 2 |
პროფესია | ადვოკატი |
ხელმოწერა |
კულიჯმა თავისი პრეზიდენტობის დროს მოახერხა თეთრი სახლის მიმართ საზოგადოების ნდობა დაებრუნებინა, რომელიც ჰარდინგის ადმინისტრაციის დროს მომხდარი სკანდალების გამო დაიკარგა. თანამდებობის დატოვებისას კულიჯის პრეზიდენტობას საზოგადოებაში ძირითადად დადებითად აფასებდნენ.[1][2] კულიჯის ბიოგრაფი წერს: „იგი განასახიერებდა საშუალო კლასის მოლოდინსა და განწყობილებას; მას შეეძლო მათი აზრის გამოხატვა და მგზნებარე სურვილების გადმოცემა. ის, რომ იგი წარმოადგენდა საშუალო კლასის გრძნობებს, არის მისი ძალის ყველაზე დამარწმუნებელი მტკიცებულება“.[3] კულიჯი გარდაიცვალა 1933 წლის 5 იანვარს 60 წლის ასაკში.
კულიჯის რეპუტაციამ განიცადა „რენესანსი“ რეიგანის ადმინისტრაციის დროს, თუმცა, დღეს მისი მოღვაწეობის შეფასებები განსხვავდება: 30-ე პრეზიდენტის ეპოქას და ქმედებებს დიდად აფასებენ „მცირე მთავრობისა“ და „Laissez-faire“-ის (ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპი) მხარდამჭერები, ხოლო ძლიერი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის იგი ნაკლებადაა მოსაწონი. ამავე დროს, ორივე მხარე დიდად აფასებს იმას, რომ კულიჯი მხარს უჭერდა რასობრივ თანასწორობას.[4][5]