კახაბრის ვაკე
From Wikipedia, the free encyclopedia
კახაბრის ვაკე — დაბლობი აჭარაში, ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და მდინარე ჭოროხს შორის, ზღვის დონიდან 22 მ-მდე. კახაბრის ვაკე ჭოროხის ძველი დელტის ნაწილია. აგებულია მეოთხეული კენჭნარითა და ქვიშებით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 5 კმ. ვაკის უმეტეს ნაწილზე კულტურული ლანდშაფტია.