კარტახენა (კოლუმბია)

From Wikipedia, the free encyclopedia

კარტახენა (კოლუმბია)

კარტახენა-დე-ინდიასი ან უბრალოდ კარტახენა (ესპ. Cartagena de Indias[kaɾtaˈxena ðe ˈindjas]— „ინდიელთა კართაგენი“) — ქალაქი ჩრდილოეთ კოლუმბიაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ბოლივარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 1 075 000 კაცს. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში, კარტახენა ესპანეთის სამეფოს ბასტიონს წარმოადგენდა მთელს სამხრეთ ამერიკაში. ამავე დროს, ის იყო მნიშვნელოვანი მონებით ვაჭრობის ცენტრი და მთავარი სატრანზიტო ქალაქი აცტეკებისა და ინკების იმპერიებში ნაძარცვი ოქროს ესპანეთისკენ გატარებაში.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
კარტახენა
Cartagena de Indias
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ბოლივარი
კოორდინატები 10°21′00″ ჩ. გ. 75°30′00″ დ. გ.
მმართველი ხუდიტ პინედო
დაარსდა 1533
ფართობი 572 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 895 499 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 57
საფოსტო ინდექსი 130000
ოფიციალური საიტი alcaldiadecartagena.gov.co
Thumb
კარტახენა (კოლუმბია)
დახურვა
სწრაფი ფაქტები
დახურვა

კარტახენა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ისტორია

კარტახენა მიიჩნეოდა ანდებში შესასვლელ საუკეთესო პორტად, რამაც ქალაქის სწრაფი განვითარება განაპირობა. შემდგომში მასზე არაერთი იერიში იქნა მიტანილი ფრანგი და ინგლისელი მეკობრეების მიერ. კარტახენა იქცა კოლუმბიის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.

მონუმენტები

კარტახენაში მდებარეობს რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა, 1639-1657 წლებში აშენებული სან-ფელიპე დე ბარხასის, სან-ხოსესა და სან-ფერნანდოს ციხესიმაგრეები.

ძველი ქალაქი განლაგებულია ტორო-დელ-რელოხის — უმთავრესი ნავსადგურის მისადგომებთან.

1983 წელს აქ ხელი მოეწერა კარიბის ზღვის დაცვის კონვენციას.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა
Thumb
თანამედროვე კარტახენის ხედი ქალაქის ძველი ნაწილიდან

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.