From Wikipedia, the free encyclopedia
კარლის ულმანისი (ლატვ. Kārlis Ulmanis, რუსეთის იმპერიაში კარლ ინდრიკოვიჩი; დ. 4 სექტემბერი, 1877 — გ. 20 სექტემბერი, 1942) — ლატვიის სახელმწიფო და პოლიტიკური ლიდერი.
დაიბადა კურლანდიის გუბერნიის დობელის მაზრაში 1877 წლის 4 სექტემბერს (ძველი სტილით 23 აგვისტოს). 1896 წელს დაასრულა ალექსანდრეს გიმნაზია მიტავაში (ელგავა). 1897 წელს დაასრულა სარძევე მეურნეობის კურსები ტაპიაუში, აღმოსავლეთ პრუსიაში (ამჟამად გვარდეისკი, კალინინგრადის ოლქი). სპეციალობით მუშაობდა რიგასა და ლიებაეში (ლიეპაე). 1902 წელს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე სწავლობდა ციურიხის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შვეიცარიაში. 1903-1905 წლებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ლაიფციგში, გერმანია.
წინამორბედი: ალბერტს კვიესისი |
ლატვიის პრეზიდენტი 1936 – 1940 |
შემდეგი: |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.