![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Karl_Renner_1905.jpg/640px-Karl_Renner_1905.jpg&w=640&q=50)
კარლ რენერი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ რენერი (გერმ. Karl Renner; დ. 14 დეკემბერი, 1870, უნტერტანოვიცი, ჩეხეთი — გ. 31 დეკემბერი, 1950, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. ავსტრიის მეოთხე ფედერალური პრეზიდენტი 1945-1950 წწ. ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი. ავსტრიის პირველი ფედერალური კანცლერი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ავსტრიის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
სწრაფი ფაქტები ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
კარლ რენერი | |
![]() | |
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 დეკემბერი, 1945 – 31 დეკემბერი, 1950 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა ვილჰელმ მიკლასი |
მემკვიდრე | თეოდორ კერნერი |
დაბადებული | 14 დეკემბერი, 1870 უნტერტანოვიცი, ჩეხეთი |
გარდაცვლილი | 31 დეკემბერი, 1950 ვენა, ავსტრია |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ლუიზა რენერი |
დახურვა
ჩეხი გლეხის შვილი, სწავლობდა სამართალს ვენაში. 1894 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1907 წლიდან პარლამენტის წევრია. მონაწილეობდა ავსტრიის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 1918-1920 წლებში კანცლერია.
1945 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, გარდაიცვალა თანამდებობაზე 6-წლიანი ვადის გასვლამდე.