![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0e/Archdukecharles1.jpg/640px-Archdukecharles1.jpg&w=640&q=50)
კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერცჰერცოგი კარლი, ტეშენის ჰერცოგი (de: Erzherzog Karl von Österreich, Herzog von Teschen) (სრული სახელი: კარლ ლუდვიგ იოჰან ჟოზეფ ლორენც ავსტრიელი) (5 სექტემბერი, 1771 – 30 აპრილი, 1847) იყო ავსტრიელი ფელდმარშალი, საღვთო რომის იმპერატორის, ლეოპოლდ II-ის შვილი და ფრანც II-ის ძმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ეპილეფსიით დაავადებული, მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ისევე, როგორც სამხედრო მეთაურად, ასევე ავსტრიის არმიის რეფორმატორად. ის მიჩნეულია ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ მეტოქედ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0e/Archdukecharles1.jpg/640px-Archdukecharles1.jpg)