From Wikipedia, the free encyclopedia
კარიბჭე — შენობის წინ გამოწეული ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი მხრიდან. ქალაქის, სასახლის და და სხვა საზეიმო შესასვლელი. დაგვირგვინებულია ფრონტონით და ატიკით. ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში ძველ საბერძნეთში. ამ პერიოდში ხშირად განცალკევებულად მდგომ კარიბჭეებსაც აგებდნენ. კარიბჭემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ევროპის არქიტექტურაში (ძირითადად კლასიციზმის ხანაში — XVIII ს.—XIX საუკუნის I მესამედი). საქართველოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ეკლესიებს სამხრეთით (ან ორივე — სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან) უკეთებდნენ კარიბჭებს, რომლებსაც ხშირად ამკობდნენ მდიდრული დეკორით. ცნობილია დმანისის სიონის, ნიკორწმინდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბეთანიისა და სხვა ტაძართა კარიბჭეები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.