კარავანკე
From Wikipedia, the free encyclopedia
კარავანკე (სლოვენ. Karavanke, გერმ. Karawanken) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ქმნის ბუნებრივ საზღვარს ავსტრიასა და სლოვენიას შორის. მაქსიმალური სიმაღლე აღწევს 2238 მ-ს (მთა სტოლი). ჩრდილოეთიდან შემოიფარგლება მდინარე დრავის ხეობით, ხოლო სამხრეთით აღწევს მდინარე სავის ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. კარავანკეს შემადგენლობაშია მთის მასივი მეჟაკლა. ჩრდილოეთ მთისძირში მდებარეობს ალპური ტბა ფაკერ-ზეე (ფართობი 2,2 კმ²). აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და დოლომიტებით. თხემი ძლიერ დანაწევრებულია, ავსტრიის მხარეს მიქცეული კალთები ციცაბო და კლდოვანია, ხოლო სლოვენიური მხარე შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით. დანაწევრებულია ტროგული ხეობებით.
კარავანკე | |
---|---|
კარავანკეს უმაღლესი წერტილი — მთა სტოლი (2238 მ) | |
კოორდინატები: 46°25′ ჩ. გ. 14°25′ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია სლოვენია |
უმაღლესი წერტილი | სტოლი |
სიმაღლე | 2238 მ |
სიგრძე | 100 კმ |
განვითარებულია კარსტი. ზღვის დონიდან 1700-1800 მ სიმაღლეზე გვხვდება ბუჩქნარები და ალპური მდელოები. ქედის დასავლეთ ნაწილში გადის სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბი კარავანკე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს ფილახსა (ავსტრია) და ესენიცეს (სლოვენია). განვითარებულია ალპინიზმი.