![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Coat_of_arms_of_the_Karadjordjevic_dynasty_.png/640px-Coat_of_arms_of_the_Karadjordjevic_dynasty_.png&w=640&q=50)
კარაგეორგიევიჩების დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
კარაგეორგიევიჩები – XIX საუკუნეში სამთავრო, ხოლო 1903-1918 წლებში სამეფო დინასტია სერბეთში. შემდეგ სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოსა (1918-1929 წწ.) და იუგოსლავიაში (1929-45, ფაქტობრივად 1941 წლამდე). დინასტიის დამაარსებელი იყო გეორგე კარაგეორგიევიჩი (მთავარი 1808-1813 წწ.) სერბიის პირველი აჯანყების (1804-1813 წწ.) ხელმძღვანელი, მთავარსარდალი. კარაგეორგიევიჩები უკანასკნელი წარმომადგენელი პეტრე II 1941 წლის აპრილში ფაშისტური ჯარების მიერ იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1943 წ. 29 ნოემბერს იუგოსლავიის სახალხო განმათვისუფლებელი ანტიფაშისტური ვეჩეს მე-2 სესიაზე ემიგრაციაში მყოფი პეტრე II-ს აეკრძალა იუგოსლავიაში დაბრუნება. დამფუძნებელმა კრებამ 1945 წლის 29 ნოემბერს მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Coat_of_arms_of_the_Karadjordjevic_dynasty_.png/640px-Coat_of_arms_of_the_Karadjordjevic_dynasty_.png)