From Wikipedia, the free encyclopedia
კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (ინგლ. The University of California, ან მოკლედ UC Berkeley, Berkeley, Cal)[20] — კალიფორნიის უნივერსიტეტის ცხრა კამპუსიდან უძველესი. დაარსდა 1868 წლის 23 მარტს, მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში და დაახლოებით 5 კმ² ფართობი უჭირავს.
ბერკლის ფიზიკოსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ატომური ბომბის შემუშავებაში, ასევე ომის შემდეგ წყალბადის ბომბის შექმნაში. ბერკლის მეცნიერებმა გამოიგონეს ციკლოტრონი, გამოიკვლიეს ანტიპროტონი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ლაზერის კვლევაში, ახსნეს ფოტოსინთეზის პროცესი, აღმოაჩინეს მრავალი ქიმიური ელემენტი, მათ შორის, პლუტონიუმი, ბერკლიუმი, ლორენციუმი და კალიფორნიუმი.
უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც აშშ-ში ისე მთელს მსოფლიოში. Times Higher Education World University Rankings-მა 2016 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახემა მეექვსე ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე სასწავლებლად მსოფლიოში.[21] იგი მესამე ადგილს იკავებს U.S. News & World Report-ის 2016 წლის კვლევაში. Academic Ranking of World Universities-ის 2015 წლის რეიტინგში კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეოთხე ადგილს იკავებს,[22] The Center for World University Rankings-საში კი მეშვიდეს.[23] 2016 წელს U.S. News & World Report-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახესა საუკეთესო საჯარო სასწავლო დაწესებულებად აშშ-ში. The Washington Monthly-ის რეიტინგში იგი მეოთხეა ამერიკის უნივერსიტეტებს შორის,[24] ხოლო Money Magazine-ის მიხედვით მეცხრე.[25] 2014 წელს The Daily Beast-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეთერთმეტე საუკეთესოდ დაასახელა შტატებში.[26]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.