From Wikipedia, the free encyclopedia
კალიგრამი — ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. ტერმინი შემოიტანა გიიომ აპოლინერმა (ორი ტერმინის - „კალიგრაფია“ და „იდეოგრამა“ - შერწყმით) და მანვე განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს „ლამაზ ნაწერს“: ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.