From Wikipedia, the free encyclopedia
„კავკასიური ცარცის წრე“ (გერმ. Der Kaukasische Kreidekreis) — 1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესა, სადაც მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც მოიტაცებს ბავშვს და ბავშვისთვის ნამდვილ მშობლებზე უკეთეს დედად იქცევა.
კავკასიური ცარცის წრე გერმ. Der Kaukasische Kreidekreis | |
---|---|
ჟანრი | ეპიკური თეატრი |
ავტორი | ბერტოლტ ბრეხტი |
მშობლიური ენა | გერმანული |
დაწერის ადგილი | აშშ |
პიესა ბრეხტმა შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა. პიესა ინგლისურ ენაზე თარგმნა მისმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა ერიკ ბენტლიმ და მსოფლიო პრემიერა, სტუდენტური დადგმის სახით, მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში 1948 წელს შედგა. პროფესიულ სცენაზე კი ფილადელფიაში, ჰეჯგროუს თეატრის სცენაზე განხორციელდა ბენტლის რეჟისორობით. გერმანული პრემიერა 1954 წელს, შიფბაუერდამის თეატრში, ბერლინში შედგა. „კავკასიური ცარცის წრე“ ბრეხტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება და გერმანულ პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
საქართველოში პიესა პირველად რუსთაველის თეატრში დაიდგა 1975 წელს, რეჟისორი: რობერტ სტურუა. აზდაკის როლს ასრულებდა რამაზ ჩხიკვაძე. მეორედ დაიდგა „თავისუფალ თეატრში“ 2008 წელს, რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი; აზდაკის როლს ასრულებდა ნიკო გომელაური. [წყარო არ არის მითითებული 205 დღე]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.