კავაგოე
From Wikipedia, the free encyclopedia
კავაგოე, (იაპ. 川越市) ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, საიტამის პრეფექტურაში, ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით. 333.377 ათ. მცხოვრებით (2007). სარკინიგზო კვანძი და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი. ავეჯის, საფეიქრო (ბამბისა და სინთეზური ქსოვილები), კვების მრეწველობა, საავიაციო ქარხანა. კავაგოეს რაიონში არის საკვალსათბურე მეურნეობა.