იური იაკოვლევი
From Wikipedia, the free encyclopedia
იური იაკოვლევი (რუს. Ю́рий Васи́льевич Я́ковлев; დ. 25 აპრილი, 1928, მოსკოვი — 30 ნოემბერი, 2013, იქვე) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1976).
სწრაფი ფაქტები იური იაკოვლევი, დაბადების თარიღი ...
იური იაკოვლევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1928 |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი, 2013 (85 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) |
კირა მაჩულსკაია, ეკატერინა რაიკინა, ირინა სერგეევა |
ჯილდოები |
ლენინის ორდენი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია შრომის წითელი დროშის ორდენი სსრკ სახალხო არტისტი |
დახურვა
იური იაკოვლევი ერთ-ერთი პოპულარული საბჭოთა მსახიობია, რომელმაც 150 როლი შეასრულა თეატრსა და კინოში. იგი ოსტატი იყო როგორც კომედიური, ასევე დრამატული ჟანრის. ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო თეატრის აღზევების პერიოდში.