ისტორიოგრაფია (ბერძნ. ისტორია და ...გრაფია „აღწერა“) — ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:
ისტორიული მეცნიერების მთელი ისტორია, აგრეთვე გამოკვლევათა ერთობლიობა, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ეპოქას, თემას, ან ისტორიულ ნაშრომთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ შინაგანი ერთიანობა სოციალურ-კლასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლების მიხედვით, მაგ. შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია, ფრანგული ისტორიოგრაფია.
ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მის ისტორიას, კერძოდ: ისტორიული ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას, ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების ცვლას და სხვა.
ისტორიის, ისტორიული პროცესის აღწერა. აქედან მომდინარეობს პროფესიული ტერმინი ისტორიოგრაფი, რაც ისტორიკოსის სინონიმია.
ისტორიოგრაფია არის წარსულის აღწერის მეტა-ანალიზი. ისტორიოგრაფიის შესწავლისას ისწავლება არა წარსულის მოვლენები უშუალოდ, არამედ ამ მოვლენების ინტერპრეტაციების ცვლილებები ცალკეული ისტორიკოსების შრომებში. ზოგიერთი ძირითადი საკითხი, რომელიც განიხილება ისტორიოგრაფიაში:
ვინ დაწერა ისტორიული წყარო (პირველადი ან მეორეული);
რამდენად სარწმუნოა წყარო;
როგორი იყო ისტორიული ცოდნა და წარმოდგენები წყაროს შედგენის პერიოდში;
ვინ იყო წყაროს შემკვეთი და მომხმარებელი (აუდიტორია);
რომელ წყაროებსა და ფაქტებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რომელს უგულვებელყოფდნენ თხრობისას;
რა მეთოდით იყო შეგროვებული ინფორმაცია და სხვა.
Barnes, Harry Elmer. A history of historical writing (1962)
Barraclough, Geoffrey. History: Main Trends of Research in the Social and Human Sciences, (1978)
Bentley, Michael. ed., Companion to Historiography, Routledge, 1997, ISBN 0415285577: 39 chapters by experts
Breisach, Ernst. Historiography: Ancient, Medieval and Modern, 3rd edition, 2007, ISBN 0-226-07278-9
Budd, Adam, ed. The Modern Historiography Reader: Western Sources. London: Routledge, 2009.
Cohen, H. Floris The Scientific Revolution: A Historiographical Inquiry, Chicago, 1994, ISBN 0-226-11280-2
Conrad, Sebastian. The Quest for the Lost Nation: Writing History in Germany and Japan in the American Century (2010)