From Wikipedia, the free encyclopedia
ისააკ II ანგელოსი (ბერძ. Ισαάκιος Β’ Άγγελος; დ. სექტემბერი, 1156 — გ. იანვარი, 1211) — ბიზანტიის იმპერატორი 1185–1195 წლებში და ხელმეორედ 1203–1204 წლებში, შვილთან, ალექსი IV ანგელოსთან ერთად.
ისააკ II ანგელოსი | |
---|---|
Ισαάκιος Β’ Άγγελος | |
ისააკ II-ის პორტრეტი (მე-15 საუკუნის კოდექსიდან, რომელიც შეიცავს იოანე ზონარას „შემოკლებული ისტორიის“ ასლს) | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1185 |
მმართ. დასასრული: | 1195 |
წინამორბედი: | ანდრონიკე I |
მემკვიდრე: | ალექსი III ანგელოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | სექტემბერი 1156 |
გარდ. თარიღი: | იანვარი 1204 |
მეუღლე: |
?ჰერინა მარგარეტ უნგრელი (მოგვიანებით დაერქვა მარია) |
შვილები: |
ევფროსინე ანგელინა ირენე ანგელინა ალექსი IV ანგელოსი იოანე ანგელოსი მანუელ ანგელოსი |
დინასტია: | ანგელოსები |
მამა: | ანდრონიკე დუკა ანგელოსი |
დედა: | ევფროსინე კასტამონიტისა |
ისააკის მამა, ანდრონიკე დუკა ანგელოსი (დ. 1122 — გ. 1185 წლის შემდეგ) სამხედრო მეთაური იყო მცირე აზიაში. იგი იყო კონსტანტინე ანგელოსისა და იმპერატორ ალექსი I კომნენოსისა და ირინე დუკინას ყველაზე ახალგაზრდა ქალიშვილის, თეოდორა კომნენოსის (დ. 15 იანვარი, 1096/1097) შვილი. აქედან გამომდინარე, მამის მხრიდან, ისააკი კომნენოსების დინასტიის შთამომავალი იყო.
მისი პირველი მმართველობისას ცდილობდა იმპერიის მდგომარეობა დინასტიათაშორისი ქორწინებებით განემტკიცებინა. ახლო ნათესავები დააქორწინა სერბეთის, უნგრეთის, იტალიის, კიევის რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამეფო და მაღალი არისტოკრატიული დინასტიების წარმომადგენლებზე. ებრძოდა ნორმანებსა და ბულგარელებს. 1195 წელს მისმა ძმამ, ალექსიმ, არმიის მხარდაჭერით თავი იმპერატორად გამოაცხადა ალექსი III-ის სახელით. ისააკი დააბრმავეს და კონსტანტინოპოლში ციხეში გამოკეტეს.
ისააკი ტახტზე მეორედ 1203 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავების შემდეგ ავიდა. იგი ბიზანტიას 1203–1204 წლებში, შვილთან, ალექსი IV ანგელოსთან ერთად მართავდა. მთლიანად ჯვაროსნებზე დამოკიდებული მმართველობის უუნარო იყო, ამიტომ 1204 წლის 27/28 იანვარს ალექსი დუკამ მამა-შვილი დააპატიმრა. ისააკი მალევე გარდაიცვალა. არსებობს მოწამვლის ვერსიაც.
წინამორბედი: ანდრონიკე I |
ბიზანტიის იმპერატორი 1185-1195 |
შემდეგი: ალექსი III ანგელოსი |
წინამორბედი: ალექსი III ანგელოსი |
ბიზანტიის იმპერატორი (ალექსი IV ანგელოსთან ერთად) 1203-1204 |
შემდეგი: ალექსი V დუკა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.