From Wikipedia, the free encyclopedia
ირკუტი (რუს. Иркут) — მდინარე ბურიატეთსა და ირკუტსკის ოლქში. მდინარე ანგარის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 488 კმ, აუზის ფართობი 15 780 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ საიანზე, ზღვის დონიდან 1875 მ სიმაღლეზე. გამოედიება ილჩირის ტბიდან. ქვემო დინებაში მიედინება ტუნკინის ქვაბულში; შემდეგ სვლას აგრძელებს ხეობაში, სადაც აჩენს ჭორომებს. ძირითადად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. ოქტომბრის ბოლოს იყინება. გაძგიფვა გრძელდება 150-180 დღე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 140 მ³/წმ. სანაოსნოა. განვითარებულია წყლის ტურიზმი. ნაპირებზე გაშენებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ირკუტსკი.
ირკუტი | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქები | ირკუტსკი |
სათავე |
ილჩირის ტბა 51°57′16″ ჩ. გ. 100°57′32″ ა. გ. |
სიგრძე | 488 კმ |
აუზის ფართობი | 15 780 კმ² |
ირკუტი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.