From Wikipedia, the free encyclopedia
ირი-ჰორი იგივე რო (როგორც მას ფლინდერს პეტრი კითხულობს) — ქვემო ეგვიპტის პრედინასტიური ფარაონი ძვ.წ. 32-ე საუკუნეში. ბოლო დრომდე, ირი-ჰორის სახელის წაკითხვა და არსებობა ეგვიპტოლოგ ტონი ტობი ვილკინსონთან სადავო იყო. 1980-1990-იანი წლების აბიდოსი-ის გათხრებითა და სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩენილ წარწერით ირი-ჰორის ნამდვილობა დადასტურდა.ირი-ჰორი სახელით ცნობილი უძველესი ეგვიპტელია, შესაძლოა, უძველესი პიროვნება, ვისი სახელიც ვიცით. ირი-ჰორი მართავდა აბიდოსს (ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქს) და დასაფლავებულია ნეკროპოლისში უმ-ელ-ქააბთან ახლოს, კას, ნარმერისა და ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიის ფარაონებთან ერთად. მისი ვინაობა ცნობილია უხეშად ამოტვიფრული წარერიდან, რომელიც ამოკაწრულია ჭურჭელზე. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ჰორთან დაკავშირებული“ ან „ჰორის ამხანაგი“.
არსებობს 27 ძეგლი, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, რომელიც დაკავშირებულია ირი-ჰორის მმართველობის პერიოდთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.