ირაკლი გეჯაძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ირაკლი გეჯაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1925, მცხეთა — გ. აგვისტო, 2002, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).
ირაკლი გეჯაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 ოქტომბერი, 1925 |
დაბ. ადგილი | მცხეთა |
გარდ. თარიღი | აგვისტო, 2002 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა, სიმფონია |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ა. მაჭავარიანის კლასი). 1946-1952 წლებში იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ორკესტრის მევიოლინე, 1949–1957 წლებში — უცხო ენათა ინსტიტუტის თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი. იყო თბილისის IX სამუსიკო სკოლისა და I სასწავლებლის პედაგოგი, 1963–1978 წლებში კი ამავე სასწავლებლის დირექტორი.
შექმნოლი აქვს ნაწარმოებები: ოპერა „განთიადი“, მუსიკალური კომედია „ორი რეკორდი“, სიმფონია „რექვიემი“, პროგრამული სიმფონია „ვარძია“, ორატორია „მარადისობა“, ორი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. შექმნილი აქვს კამერული, საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.