From Wikipedia, the free encyclopedia
იორამ გაბრიელის ძე ჩადუნელი (დ. 20 ოქტომბერი, 1927, სოფ. იგოეთი, კასპის რაიონი — გ. 1999) — ქართველი საბჭოთა მწერალი. სკკპ წევრი 1951 წლიდან. 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი. 1949 წლიდან მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში. პირველი მოთხრობა „დაკარგული იმედი“ გამოაქვეყნა 1960 წელს, პირველი წიგნი „ცხოვრების ზღურბლზე“ — 1963 წელს. იორამ ჩადუნელს ეკუთვნის პროზაული კრებული „ნაზვრევი“ (1970), თანამედროვე ცხოვრების მოვლენებზე აგებული დეტექტიური ჟანრის მოთხრობები და რომანები („საზღაური“, 1972; „გვიმრის ფოთლების საიდუმლოება“, 1972; „მსჯავრი“, 1974; „უცნობი მგზავრი“, 1976; „საშობაო მეჯლისი“, 1976) და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.