იოანე XXIII (ანტიპაპი)
From Wikipedia, the free encyclopedia
იოანე XXIII (ბალთაზარ დელა კოსა) (დ. 1370 — 21 დეკემბერი 1418) — რომის პაპი 1410—1415 წლებში, რომლის დროსაც მოხდა დიდი განხეთქილება. მიუხედავად ამისა კათოლიკური სამყარო მას ანტიპაპად მიიჩნევს და არ აღიარებს მის კანონიერებას. ბალთაზარ კოსას შემდეგ იოანეს სახელი ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთ პაპს არ უტარებია, რაც გამოწვეული იყო მისი სისასტიკით და ცუდი სახელით. 540 წლის შემდეგ, ვენეციის პატრიარქმა ანჯელო რონკალიმ, 1958 წელს, მიიღო იოანე XXIII-ის სახელი იმის დასამტკიცებლად, რომ ბალთაზარ კოსა, როგორც პაპი არ არსებობდა.