![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8f/Indonesia_Ethnic_Groups_Map_English.svg/langka-640px-Indonesia_Ethnic_Groups_Map_English.svg.png&w=640&q=50)
ინდონეზიის ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიის ენები — ინდონეზიაში გამოყენებული 700-ზე მეტი ცოცხალი სალაპარაკო ენა.[1] მათგან უმეტესობა მიეკუთვნება ავსტრონეზიული, ხოლო ნაწილი პაპუასურ ენებს. ოფიციალური ენა არის ინდონეზიური (ინდონ. Bahasa Indonesia), რომელიც წარმოადგენს მოდიფიცირებულ მალაიურ ენას.[2] ოფიციალური ენა გამოიყენება ვაჭრობაში, ადმინისტრაციაში, განათლებასა და მედიაში, თუმცა ინდონეზიელების უმეტესობა მშობლიურ ენად მიიჩნევს ადგილობრივ ენებს.[1] ქალაქებში მაცხოვრებელი მოსახლეობის უმეტესობისთვის ინგლისური წარმოადგენს მეორე სასაუბრო ენას.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8f/Indonesia_Ethnic_Groups_Map_English.svg/320px-Indonesia_Ethnic_Groups_Map_English.svg.png)