From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი ინდიანა უოლტონ ჯოუნს უმცროსი, ან მოკლედ ინდიანა ჯოუნსი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია სტივენ სპილბერგის ტრილოგიიდან, რომელსაც 2008 წელს მოჰყვა გაგრძელება „ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“.
ინდიანა ჯოუნსი | |
---|---|
პირველი გამოჩენა | დაკარგული კიდობნის მაძიებლები |
ბოლო გამოჩენა | ინდიანა ჯოუნსი და ალმასის თავის ქალის სამეფო |
შემქმნელი | ჯორჯ ლუკასი |
მსახიობი |
ფილმები: ჰარისონ ფორდი რივერ ფენიქსი სერიალები ნილ ბულენი კორი კერიერი შონ პატრიკ ფლენერი ჯორჯ ჰოლი თამაშები:დაგ ლი დევის ეში (გახმოვანება) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
ინდიანა ინდი |
სქესი | მამრობითი |
ოჯახი |
ჰენრი უოლტონ ჯოუნსი (მამა) ანა მერი ჯოუნსი (დედა) |
მეუღლე(ები) | მერიონ რეივენვუდი |
შვილები | ჰენრი უოლტონ ჯოუნსი III |
აღმსარებლობა | ქრისტიანი |
ეროვნება | ამერიკელი |
1981 წლის ფილმის „დაკარგული კიდობნის მაძიებლები“ შემდეგ ინდიანა გამოჩნდა კიდევ სამ სრულმეტრაჟიან ფილმში, ორსეზონიან ტელესერიალში, რამდენიმე რომანში, კომიქსების წიგნებში, კომპიუტერულ თამაშებში და გასართობ პარკებშიც კი.
ინდიანა ჯოუნსის როლს სრულმეტრაჟიან ფილმებში ასრულებს ჰარისონ ფორდი.
პირველი ფილმია „დაკარგული კიდობნის მაძიებლები“, რომლის მოვლენები 1936 წელს ვითარდება. იგი ჰგავს 1930-იანი წლების სერიალებში გამოჩენილ მოგზაურებს. პარალელურად ინდიანა არქეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორია, მარშალის კოლეჯში (კონექტიკუტში არსებულ გამოგონილ კოლეჯში). პირველ ამბავში ინდიანა ხვდება ფაშისტებს, რომლებიც თვალს ადევნებენ მას და ცდილობენ მიითვისონ ბიბლიური დაკარგული კიდობანი.
1984 წლის ფილმი „ინდიანა ჯოუნსი და ბედისწერის ტაძარი“ აღწერს 1935 წლის მოვლენებს. აქ ინდიანა კინაღამ იღუპება, მის მეგობრებს კი აწამებენ ინდოეთში დაკარგულ ტაძარში. ფილმში ადგილი აქვს ძალადობის სცენებს - მაგალითად, ცოცხლად გულის ამოღებას. ამ მოგზაურობისას ინდიანა ეძებს წმინდა ქვებს.
მესამე ფილმი, 1989 წლის „ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“, რომლის მოვლენები ვითარდება 1938 წელს, აღწერს ინდიანასა და მისი მამის, ჰენრი ჯოუნსის (შონ კონერი) ურთიერთობას. ფილმში ნაცისტები ეძებენ გრაალის წმინდა სასმისს, საიდანაც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობისას შესვა.
მეოთხე ფილმი, „ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“ გამოვიდა ეკრანებზე 2008 წლის 22 მაისს. მისი მოვლენები მიმდინარეობს 1957 წელს. ინდიანა და მისი მეგობარი მაკი (რეი უინსტონი) ებრძვიან საბჭოთა ჯარისკაცებს აშშ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე. რუსები აშანტაჟებენ ჯოუნსს და იჭერენ მის შეყვარებულს, მერიონ რეივენვუდს (კერენ ალენი), რომელიც ასევე გამოჩნდა პირველ ფილმში. ინდიანა იძულებულია, მათთვის ეძებოს დაკარგული ბროლის თავის ქალა.
თავდაპირველად სტივენ სპილბერგს სურდა როლზე ჰარისონ ფორდის მიწვევა, მაგრამ ჯორჯ ლუკასი წინააღმდეგი იყო - ფორდი უკვე თამაშობდა მის სამ ფილმში და მას არ სურდა, რომ ეს ყოფილიყო მარტინ სკორსეზესა და რობერტ დე ნიროს კავშირის მსგავსი ურთიერთობა. როლზე რამდენიმე მსახიობი შეარჩიეს, მათ შორის - ტომ სელეკიც. მაგრამ კომპანიას CBS სელეკი არ მოსწონდა, ამიტომაც, სპილბერგის ინიციატივით, ფორდი იქცა ინდიანად. გადაღებამდე 3 კვირით ადრე მან გაიარა შერჩევა და მოწონებული იქნა ლუკასის მიერ.
შემჩნეულია, რომ რამდენიმე რეალური ადამიანი იქცა ინდიანას პროტოტიპად. ესენია:
ჯორჯ ლუკასის თქმით, შონ კონერის მიერ განსახიერებული ჯეიმზ ბონდი ასევე ნაწილობრივ იქცა ჯოუნსის პროტოტიპად.
ინდიანას უშუალო გავლენად იქცნენ ლუკასისა და სპილბერგის ბავშვობის გმირები, რომლებიც ჩნდებოდნენ სხვადასხვა ფილმსა თუ კომიქსში. ჰავაის კუნძულებზე დასვენებისას სპილბერგმა ლუკასს გაანდო თავისი ჩანაფიქრი - მას სურდა ჯეიმზ ბონდის მსგავსი სათავგადასავლო ფილმის გადაღება, რომელშიც ბევრი იუმორი იქნებოდა.
პერსონაჟს თავდაპირველად ერქვა ინდიანა სმითი, ესკიმოსური ლაიკის ჯიშის ძაღლის გამო, რომელიც ლუკასს შინ ჰყავდა. სპილბერგს ეს იდეა არ მოსწონდა და მათ „სმითი“ შეცვალეს „ჯოუნსით“. თუმცა, მინიშნება ძაღლზე მაინც ჩნდება ფილმის მესამე სერიაში, რომლის ფინალშიც ჰენრი ჯოუნსი უყვება ყველას ძაღლზე სახელად ინდიანა, რაც სხვა მგზავრების სიცილს იწვევს.
როგორც წესი, ინდიანა ჯოუნსს აცვია და თან აქვს შემდეგი აქსესუარები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.